უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის “მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის 2024 წლის 15 ივლისის SDSU 37-07-2024 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერება’’ - 20 ვაკანტური ადგილი;
2. ამ ბრაძანების პირველ პუნქტში მითითებულ რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება მიეცეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების - „კომპიუტერული მეცნიერება“, „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ და „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)“ III-V სემესტრის სტუდენტებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ მინიმუმ 60 კრედიტი და გავლილი აქვთ კურსები: ინგლისური ენა 1, ინგლისური ენა 2, ფიზიკის შესავალი, დაპროგრამების საფუძვლები, კალკულუსი, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1;
3. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი წარიმართოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის გარეშე;
4. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა განაცხადის მიღების ვადად განისაზღვროს 31 ივლისი-2 აგვისტო;
5. რიგგარეშე შიდა მობილობის კონკურსში შერჩევა განხორციელდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული რანჟირებული ქულის საფუძველზე;
6. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 5 აგვისტოსი;
7. კონკურსის დასრულების შემდგომ ფაკულტეტმა უზრუნველყოს კრედიტების აღიარება და სტუდენტთა თანხმობის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელ